Home
Category
TV Live Menu

ქართული ბიო თხილი შვეიცარულმა კომპანიებმა იყიდეს

5a75616c215db
მაია ბიწაძე
03.02.18 13:30
944
სამეგრელოში, გურიაში და იმერეთში მოყვანილი ბიო თხილი შვეიცარულმა ექსპორტიორმა კომპანიებმა Anka Fair Trade Ltd და PAKKA AG-მ შეისყიდეს და ფერმერებს კილოგრამ თხილში საბაზრო ფასთან შედარებით 8%-ით მეტი თანხა გადაუხადეს. აღანიშნული კომპანიები ქართველ ფერმერებთან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ,,ელკანასა“ და შვეიცარული დონორი ორგანიზაციის HEKS-EPER -ის მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,თხილის სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოწარმოების ჯაჭვის აწყობა მცირე ფერმერთათვის საქართველოში“, ფარგლებში ურთიერთობენ, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.

როგორც ,, ელკანას“ წარმომადგენელმა, ელენე შატბერაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, პროექტის მიზანია ბიო და „სამართლიან ვაჭრობის“ (Fair Trade) სწარმოო ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა, მცირე ფერმერების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მობილიზებითა და გადამამაუშავებელ და ექსპორტიორ კომპანებთან დაკავშირებით, ასევე პროექტში ჩართული კოოპერატივებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერების, სწავლების გზით.

,, პროექტით ძალიან ბევრი ფერმერია დაინტერესებული, თუ 2016 წელს ბიოწარმოების შიდა კონტროლის სისტემაში ჩართული იყო 188 ფერმერი, 2017 წელს მათი რიცხვი 361-მდე გაიზარდა. მათთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ის, რომ ბიოთხილში ფერმერებმა გაცილებით მეტი თანხა აიღეს, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით მოყვანილი თხილის რეალიზაციისას. მართალია ჯერ ბიოთხილის მოცულობები მცირე იყო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ის მოიმატებს. ოთხი წლის განმავლობაში პროექტმა 1000-ზე მეტ ფერმერთან იმუშავა, ჩატარდა 160-მდე ტრენინიგი თხილის ბიომეთოდებით მოვლა-მოყვანის საკითხებზე. ვფიქრობ, სამომავლოდ ფერმერთა დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.“ - განუცხადა Bm.ge-ს ელენე შატბერაშვილმა.

პროექტმა თერთმეტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან და ჯგუფთან იმუშავა. კოოპერატივების ტექნკიკურ აღჭურვაში ინვესტირებულმა თანხამ 475 000 ლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day