ქართული ჩანთების ბრენდი MAY მაღაზიას ხსნის. ჩანთების მაღაზიის გახსნა 1 მაისს მოხდება. ბრენდი ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდა და მომხმარებელს განსხვავებული სტილის ჩანთებს სთავაზობს. იდეის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, მოთხოვნა პროდუქციაზე მაღალია, შესაბამისად იგეგმება ჩანთების ასორტიმენტის გაზრდა, კერძოდ უახლოეს მომავალში დიზაინერები ტყავზე და ხეზე მუშაობას იწყებენ.
MAY-ის ჩანთებზე საზღვარგარეთიდანაც არის მოთხოვნა ისინი ყოველდღე იგზავნება საფრანგეთში კანადასა და რუსეთში.