Home
Category
TV Live Menu

ქართული ჩანთები სახელწოდებით Blush ბერლინის შემდეგ, შესაძლოა ლონდონშიც გაიყიდოს

59172960b33a8
ანი ჯოხაძე
14.05.17 12:00
816
ახალი მოდური ტრენდი ბაზარზე სახელად ბლაში(blush) სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა,თუმცა დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. blush-ისჩანთები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით,რომელიც მომხამრებლისთვის მოსახერხებელი და პრაქტიკულია. ქართული ბრენდი პოპულარულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საზღვარგარეთ. კომპანიის  ერთ-ერთი დამფუძნებლის  თქმით, პროდუქცია უკვე იყიდება ბერლინში არსებულ ერთ-ერთ ვინტაჟურ მაღაზიაში.ამასთან კომპანია შეკვეთებს იღებს  უკრაინიდანდა რუსეთიდან.

"მოლაპარაკება მიდის ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიასთან.უკვე ვმუშაობთ  საზაფხულო კოლექციაზე,საზაფხულო ჩანთებსა და მამაკაცის ხაზზე.სამომავლოდ ჩანთებთან ერთად სხვა პროდუქციაც გვსურსვაწარმოოთ“, -ამბობს ლელა შაბურიშვილი, Blush-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day