Home
Category
TV Live Menu

ქართული ენერგეტიკული სასმელი "ბუღა" შემოდგომიდან აზერბაიჯანში გაიყიდება

5996dac32d7d7
BM.GE
19.08.17 10:00
971
ქართული ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“ შემოდგომიდან აზერბაიჯანში გაიყიდება. ენერგეტიკულ სასმელს კომპანია "წყალი მარგებელი" ახალ ქარხანაში აწარმოებს.

როგორც "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს, პროდუქცია თავიდანვე საექსპორტოდ განიხილებოდა, მათ შორის ძირითადი მიმართულება კი აზერბაიჯანი და თურქეთი იყო.

"წყალი მარგებელში" აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანული ბაზარი უკვე შესწავლილია და პროდუქცია ადგილობრივ მომხმარებელზეა მორგებული.

რაც შეეხება თურქეთს და სხვა საექსპორტო მიმართულებებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „წყალ მარგებელს“ ახალი პროდუქციის გატანა ლიტვა, ლატვია, ესტონეთში, ასევე ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში სურს.

ენერგეტიკული სასმელი "ბუღა" ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მომხმარებელს თავი მარკეტინგული კამპანიით დაამახსოვრა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს არის სასმელი მამაკაცებისთვის. ამ კამპანიის ფარგლებში სასმელის თუნუქის ქილაზე მინიშნებაც არის გაკეთებული: „Not For Girls”(არ არის გოგონებისთვის).

დღეს „წყალ მარგებელში“ აცხადებენ, რომ თავდაპირველად მარკეტინგულ კამპანიას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ქალი მომხმარებლების ნაწილში უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა პროდუქცია დააგემოვნა, კომპანიამ აბსოლუტურად სხვა, უფრო დადებითი შეფასებები მიიღო.

Subscribe to our news

Get the main news of the day