Home
Category
TV Live Menu

ქართული ფილმი "8 წუთი" მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია

59db94e19db1a
BM.GE
09.10.17 19:20
908
ქართული ფილმი "8 წუთი" მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია.

ქართულმა ფილმმა ფესტივალზე მთავარი ჯილდო - ოქროს მედალი მიიღო.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100 000-მა კინომოყვარულმა საუკეთესო ფილმად სწორედ – "8 წუთი" დაასახელა. ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი არიან, სცენარისტები – ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, ხოლო პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი. "8 წუთმა" მანჰეტენის ათ ფინალისტს შორის მოხვედრით ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო",- ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day