Home
Category
TV Live Menu

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ რუსეთში ფიქსირდება

57b6e0db27464
დავით ჯალაღონია
19.08.16 14:35
1076
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნიკოლოზ გოგილიძის განცხადებით, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდება.

ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, საქპატენტი ძალიან აქტიურად მუშაობს, თუმცა ეს პრობლემა მაინც მუდმივად არსებობს.

"მუდმივად არღვევენ უფლებებს და ვცდილობთ, რომ დავიცვათ და ქვეყნებთან ერთად ის მექანიზმები შევიმუშაოთ, რომლებიც ამ უფლებების გახორციელებას არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც უზრუნველყოფს. ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთთან გვაქვს, რადგან რუსეთში ჩვენთვის მექანიზმები არ არსებობს, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დარღვევის აღკვეთას, თუმცა ამ კუთხით ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ სიტუაცია გავაუმჯობესოთ - აყვანილი გვყავს იქაური ადვოკატები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები", - განაცხადა გოგილიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day