Home
Category
TV Live Menu

ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ბადაგონმა იტალიის კონკურსზე GRAND GOLD მედალი მოიპოვა

5981a3582aa4d
BM.GE
02.08.17 14:01
1033
პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "Mondial des Vins Extrêmes Cervim" ბადაგონის ღვინომ "საფერავი რეზერვი" უმაღლესი ჯილდო - GRAND GOLD მედალი მოიპოვა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ქართული ღვინისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. (International Organisation of Vine and Wine) მხარდაჭერით ტარდება.

"Mondial des Vins Extrêmes Cervim" სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციას ფლობენ.

ამასთან კონკურსზე კიდევ ერთმა ქართულმა ღვინომ „ჩიგოგიძის საფერავი 2015“ - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day