Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია შედგა

BM.GE
12.05.23 09:55
83
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნა. პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ქართულ ღვინოზე შექმნილია სპეციალურად ქართველი თუ უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის, რათა მათ ქართული ღვინის შესწავლა საფუძვლიანად შეძლონ, რომ შემდგომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე წარმატებულად უზრუნველყონ. 

პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართული ღვინის უკეთ გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე, განსაკუთრებით - სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე.

სასწავლო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ცოდნის ამაღლებას ქართული კულტურის, ისტორიის და ეთნოგრაფიის შესახებ. პროგრამა სრულდება გამოცდით და გააჩნია ორი საკვალიფიკაციო დონე: ქართული ღვინის ენთუზიასტი და ქართული ღვინის დესპანი. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს არის შექმნილი, 2008 წლიდან ის არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას.


Subscribe to our news

Get the main news of the day