ქართული ღვინო ახალ ბაზრებზე - შესაძლებლობები და გამოწვევები
BM.GE
28.11.22 17:23
• 173
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა, რაზეც რამდენიმე ფაქტი მეტყველებს, ქვეყანაში ჩნდება ახალი მარნები, იცვლება მომხმარებლის დამოკიდებულება და სულ უფრო მეტი უცხოელი სპეციალისტი ინტერესდება ქართული ღვინით. ქარვისფერი და ქვევრის - ეს ის ღვინოებია, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დღეს ყველაზე მოთხოვნადია. როგორც მეღვინეები ამბობენ, სწორედ ამ მოთხოვნამ გაუხსნა საქართველოს ისტორიული ფანჯარა. მიუხედავად არაერთი წარმატებული მაგალითისა, საერთო სურათს ჯერ ვერ იცვლება მთავარ საექსპორტო ბაზრებად, კვლავ ის ტრადიციული ბაზრები რჩება, სადაც ქართული ღვინო საკმაოდ დაბალ ფასად,თუმცა დიდი რაოდენობით გადის. განსაკუთრებით დიდია რუსეთის წილი, რაზეც ექსპორტის 64% მოდის. როგორ უნდა მოხდეს ქართული ღვინის პოტენციალის სრულად ათვისება და რა როგორ შეიძლება შემცირდეს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება?