Home
Category
TV Live Menu

ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი "ფრეკო" ჩიფსების სატესტო წარმოებას აპირებს

5953c966339a5
სალომე მეცხვარიშვილი
02.07.17 18:10
941
ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი "ფრეკო" ჩიფსების სატესტო წარმოებას აპირებს. "საქმის კურსთან" საუბრისას ირაკლი ქურდაძე აცხადებს, რომ ჩიფსი განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადდება და მასში მხოლოდ ნატურალური სანელებლები იქნება გამოყენებული.

"ეს იქნება ჩიფსი, რომელიც ბუნებრივ სანელებლებზე იქნება დამზადებული და ექნება მაქსიმუმ 6 - თვიანი შენახვის ვადა. თუ სხვები იყენებენ პაპრიკას ფხვნილს, რომელიც მიმსგავსებულია სანელებლებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ნატურალური სანელებელი გამოვიყენოთ, მაგალითად აჯიკა",- აცხადებს ირაკლი ქურდაძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სატესტოდ 20 ათასი ცალი პატარა პაკეტი გამოვა, რომელიც წითელი კარტოფილისგან იქნება დამზადებული.

ამასთან ერთად, კომპანია აპირებს, გააკეთოს ფრეშ ხაზი, რომელიც ბაზარს ზამთარში ახალ კარტოფილს მიაწვდის. საუბარია, გაყინულ კარტოფილზე, რომელიც ვაკუუმში შეინახება და დეფიციტურ დროს გაიყიდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day