ქართული კომპანია Carexpress მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. როგორც საქმის კურსს, კომპანიის დამფუძნებელმა შოთა ჟვანიამ განუცხადა, ჯილდო მათ BID GROUP-მა გადასცა, რომელიც კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალს, ყოველ წელს ატარებს და მათ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით არჩევს.
"60 ქვეყნის კომპანია იყო წარდგენილი, არც კი ვიცი საიდან ან როგორ შეგვარჩიეს. ალბათ, მათ ბაზაში გაერთიანებული კომპანიების რჩევის საფუძველზე მოხდა. საქართველოდან მხოლოდ ჩვენი კომპანია იყო წარდგენილი“, - აცხადებს ჟვანია.
მისივე თქმით, Carexpress გადაზიდვებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს.
"გადაზიდვებს პირდაპირ ამერიკიდან უკრაინაში ვახორციელებთ, ასევე აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ტვირთი არგენტინაშიც გაგვიტანია. ჩვენს სფეროში თითქმის მსოფლიოს ყველა წამყვან კოპანიასთან პირდაპირი ურთიერთობები გვაქს", - ამბობს ჟვანია.
მისვე თქმით, კომპანია Carexpress ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და ის სრულად ქართული კომპანიაა, რომელსაც საშუალოც საქართველოში 400-450 ავტომობილი ჩამოჰყავს .