Home
Category
TV Live Menu

ქართული კოსმეტიკური ბრენდი Izosia ფართოვდება

5a7d45d94422a
მაია ბიწაძე
09.02.18 10:48
1090
პირველი ქართული კოსმეტიკური ბრენდის Izosia-ს პროდუქცია მალე ბათუმშიც გაიყიდება. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა იზო გოგოძემ Bm.ge-ს განუცხადა, ბრენდის სახის საცხებს ბათუმში გაზაფხულიდან შეიტანენ. მოლაპარაკებებს სავაჭრო ობიექტის შერჩევის მიზნით ამჟამად აწარმოებენ.

"ბათუმელი მომხმარებელი მუდმივად გვიკავშირდება და გვეკითხება, თუ სად შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი სახის საცხები მათთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ... გარდა ამისა, ბათუმი ტურისტული რეგიონია და ვფიქრობთ ქართული ბრენდის, Izosia-ს, პოპულარიზაციის მიზნით ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - განუცხადა Bm.ge-ს იზო გოგოძემ, რომელიც სახის საცხების უშუალო ავტორია, პროდუქცია სწორედ მისი რეცეპტურითა და ტექნოლოგიით მზადდება.

ბრენდი Izosia ხუთი სახეობის სახის საცხს აერთიანებს, რომელიც 100%-ით ნატურალურია, მას ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულით აწარმოებენ. პროდუქციას იზო გოგოძე, მრავალი წლის განმავლობაში ოჯახურ პირობებში ამზადებდა, მისი ბრენდირება და სასაქონლო სახის მიცემა 2016 წლიდან გადაწყვიტა. სახის საცხები ამჟამად თბილისში, Izosia- ს ბრენდულ მაღაზიაში იყიდება, ასევე გადის ექსპორტზე იტალიასა და საბერძნეთში. მისი გასაყიდი ფასი 70-დან 85 ლარამდეა.

Subscribe to our news

Get the main news of the day