Home
Category
TV Live Menu

"ქართული ლუდის კომპანია" ფერმერებისგან ხილს ჩაიბარებს

58c9494808316
BM.GE
15.03.17 18:00
1052
"ქართული ლუდის კომპანია" მიმდინარე წლიდან "ზედაზენის" ქარხნის ტერიტორიაზე ხილის ჩაბარებ-გადამამუშავებელ პუნქტს გახსნის. "ქართული ლუდის კომპანია" ნატურალური წვენების ბიზნესში ახლახანს შევიდა. როგორც ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, შემოდგომიდან მოხდება "ზედაზენის" ტერიტორიაზე ფერმერებისგან ხილის ჩაბარება, რომლის გამოყენება ნატურალური წვენების წარმოებაში მოხდება.

"ზედაზენის ტერიტორიაზე შემოდგომაზე მოხდება ახალი პროექტის განხორციელება. ეს იქნება ხილის ადგილზე მიღება, რომელიც ძირითადად მოემსახურება ახლომდებარე რეგიონებს. გლეხობას მიეცემა საშუალება პროდუქცია, რაც მათთვის გამოუსადეგარია, მისი რეალიზაცია მოახდინონ", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day