Home
Category
TV Live Menu

ქართული მატყლი ექსპორტზე იტალიასა და შვედეთში გავა

573eab3e8c04b
BM.GE
20.05.16 10:11
1342
პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან გავა მატყლი იქნება. ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველო მარტში დაემატა. ევროკავშირმა ამ ეტაპზე მატყლის მწარმოებელი ორი კომპანია აღიარა.

როგორც "ქართული მატყლის კომპანიაში" "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ევროკავშირის სამ ქვეყანაში მატყლის ნიმუშები უკვე გაგზავნილია. ზაურ კულიევის ინფორმაციით, მოთხოვნა და დაინტერესება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან დიდია. მისივე თქმით, იტალიაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ქართული მატყლის შესაბამისობის სერტიფიკატები უკვე მოიწონეს და საბოლოო პასუხი ცნობილი მომავალ კვირას გახდება.

იტალიისა და შვედეთის მხრიდან მოთხოვნა თვეში 10 ტონას შეადგენს.

"ქართული მატყლის კომპანია" მარნეულში მდებარეობს, ადგილზე 10-მდე პირია დასაქმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day