Home
Category
TV Live Menu

ქართული მხარე Amazon-თან, Microsoft-თან და Boeing-თან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს

5853a633d8308
BM.GE
16.12.16 12:30
1115
აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე 13-15 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონის შტატის, ქალაქ სიეტლს ეწვივნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ კომპანიებთან, საერთაშორისო კორპორაციებთან და სავაჭრო ორგანიზაციებთან.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მთავარი ოფისის და მსხვილი ამერიკული სამოგზაურო-საკრუიზო ხაზის „ჰოლანდ ამერიკას“ (Holland America Line) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქართული მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კომპანია ”ჰოლანდ ამერიკას” წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს საკრუიზო გემების ევროპულ მარშრუტებში ბათუმის ჩართვის შესაძლებლობა.

საელჩოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ამერიკული საავიაციო მწარმოებელი კომპანია „ბოინგი“ (Boeing Company). საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ საქართველოში არსებული პოტენციალი და წარმოების შესაძლებლობები გააცნო აღნიშნული კორპორაციის საერთაშორისო სტრატეგიისა და ბიზნეს განვითარების რეგიონალურ დირექტორს რიჩარდ ოჩს.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით შეხვედრები გიმართა სიეტლის ტურიზმის ბიუროსა და BeDynamic Inc ტურისტული კომპანიის წარმომდგენლებთან, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა კომპანია „ამაზონში” (Amazon), სადაც ასევე განხილული იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Subscribe to our news

Get the main news of the day