Home
Category
TV Live Menu

ქართული პროდუქციის გამოყენებისთვის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები საშეღავათო დანამატს მიიღებენ

583839974ae05
ელენე გოგბერაშვილი
25.11.16 17:15
1023
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმ სიახლის შესახებ დაანონსა, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის წახალისებას გულისხმობს. ლევან რაზმაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც განსაზღვრავს რომელი პროდუქცია უნდა წახალისდეს და რომელი მიიღებს საშეღავათო დანამატს.

"ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვებენ და გამოიყენებენ ქართულ პროდუქტს მიიღებენ დამატებით თანხას. სავარაუდო პროცენტიც უკვე დადგენილია. მაგალითისთვის: თუ ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი იქნება იმპორტირებულთან შედარებით 10%-ით, ტენდერში გამარჯვებული ამდენივე პროცენტის შესაბამის დანამატს მიიღებს", - აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტის მომზადება სააგენტოს დაევალა, რაზეც მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება. რაზმაძის განმარტებით, საშეღავათო დანამატით ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანიებიც წახალისდებიან, თუ ისინი შემსყიდველ ორგანიზაციებს ქართული პროდუქტით გაუწევენ მომსახურებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day