Home
Category
TV Live Menu

ქართული სარეკლამო სააგენტოები Art Directors Club of Europe-ის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ

5805c948059f1
BM.GE
18.10.16 10:58
1000
ქართული სარეკლამო სააგენტოების მიერ შექმნილი პროექტები ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის (Art Directors Club of Europe-ADCE) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ჯილდო კონკურსზე Windfor’s Communication-ის პროექტმა - A Guest Of Honor – FOX/CO და Leavingstone-ის პროექტმა Smells Like Teen Spirit მოიპოვეს.

"იკანოს" ვიდეორგოლმა ვერცხლი Film & Radio-ს კატეგორიაში მოიპოვა, ზომბიმ კი Promotions & New Media-ში.

Art Directors Club Europe 1990 წელს შეიქმნა. ის ევროპის გარშემო პროფესიონალ დიზაინერებსა და სარეკლამო ასოციაციებს აერთიანებს. დაჯილდოვება ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია, აღმოაჩინოს, წაახალისოს და დააჯილდოვოს საუკეთესო ნამუშევრები ევროპის მასშტაბით.

Subscribe to our news

Get the main news of the day