"ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და წინაღობა ისაა, რომ მომხმარებელი ქართულ პროდუქტს არ ენდობა",- ამის შესახებ "საქმის კურსთან" ქართული ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია "ივერიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მაკა მემანიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მომხმარებელში მუდმივად არის წინასწარი განწყობა, რომ ქართული პროდუქცია არ ვარგა.
"ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ქართული პროდუქტი არანაკლებია უცხოურზე",- აცხადებს მაკა მემანიშვილი.
მისი თქმით, ქარხნული წარმოების შამპუნისა და საპნისთვის ინგრედიენტები ევროპიდან შემოაქვთ.
"საერთაშორისო ბრენდებს არ ვეჯიბრებით, ჩვენ გვინდა ჩვენი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე",-აცხადებს მაკა მემანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია რამდენიმე სავაჭრო ქსელში და აფთიაქში იყიდება.