ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ტექნიკური პროცედურების მოგვარებას დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, იმისთვის, რომ მეწარმემ თაფლი ექსპორტზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიტანოს, მას შეუძლია ნებისმიერ ლაბორატორიას მიმართოს, რომელიც აკრედიტირებულია.
"საქართველო უახლოეს პერიოდში მოხვდება მესამე ქვეყნების სიაში, ეს კი ნიშნავს, რომ ქართული თაფლი უკვე დაუშვეს ევროკავშირში. პროცედურებს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება, რომ ქართული თაფლი ექსპორტზე ევრკავშირში გავიდეს", - აცხადებს გულედანი. მისივე თქმით ლაბორატორია მეწარმესთვის გასცემს სპეციალურ ოქმს, სადაც არის კვლევის შედეგები, რომელიც მომხმარებელმა დაუკვეთა.
"ევროპა ძირითადად ითხოვს, რომ თაფლი იქნას შემოწმებული სხვადასხვა პარამეტრებზე, რომელი პარამეტრებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დანერგილია.
2015 წელს მოხდა გაძლიერება სახელმწიფო ლაბორატორიის, ფაქტიურად ამ დროიდან აქტიურად მიდის კვლევების დამატება და ეს საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა და მხოლოდ ხელსაწყოს ყიდვა არ ნიშნავს, რომ კვლევები დაინერგა. მიდის უწყვეტი პროცესი ახალი მეთოდების დამუშავებაზე.
დღეს შეიძლება უვნებლობის რომელიმე პარამეტრი არ იყოს აუცილებელი, თუმცა ხვალ გახდეს მოთხოვნადი. ამიტომ ლაბორატორია დაიწყებს ამ მეთოდის დამუშავებას და შესთავაზებს მას მომხმარებელს.
ნებისმიერ მეწარმეს თუ აქვს თაფლი გასაყიდი შეუძლია ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შეამოწმოს ამ პარამეტრებზე, რომელსაც შემტანი ქვეყანა ითხოვს“, - აცხადებს ირაკლი გულედანი. მისივე თქმით, ევროკავშირში ერთიანი მოთხოვნებია გაწერილი, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლოა დამატებით საკუთარი პარამეტრები ჰქონდეს, რომელიც მეწარმემ უნდა გაითვალისწინოს.
"ტექნიკური მხარის მოგვარების შემდეგ უკვე შეგვეძლება პირველი ტვირთი გავუშვათ ევროპაში“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა.
ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები.
შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი ნებადართულია.