Home
Category
TV Live Menu

ქართული ტელევიზორის მწარმოებელი სავაჭრო ქსელების მხრიდან არაპარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრობს

5889acd141d2f
სალომე მეცხვარიშვილი
26.01.17 13:10
1560
ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telecom-ის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი ქართული სავაჭრო ქსელების მხრიდან არაპარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრობს. როგორც მიხეილ ღლონტი აცხადებს, ქსელებს საკუთარ მაღაზიებში ქართული პროდუქციის გაყიდვა არ სურთ, რადგანაც საქონელი თავადაც შემოაქვთ და კონკურენტების გაჩენა არ აწყობთ. ტელევიზორის მწარმოებელი აცხადებს, რომ უკვე ჩამოყალიბებულ ბაზარზე შესვლა ქართულ კომპანიებს განსაკუთრებულად უჭირთ.

"ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე ისედაც არსებობს, ამიტომ ბაზარზე შესვლა პრობლემატურა. არიან კომპანიები, რომლებსაც თავად შემოაქვთ პროდუქცია, თავის სახელს არქმევენ და დაინტერესება ნაკლები აქვთ, რომ ქართული პროდუქცია იდოს მათთან და გაყიდონ, რადგან კონკურენციას უწევს სხვა პროდუქციას. ახლა ვფიქრობთ, იქნებ ჩვენი საკუთარი ქსელი გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა პროფილია, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით, თუ მეტი ხელშეწყობა არ იქნება ქსელების მხრიდან. არც დავასახელებ არავის, არც საუკეთესოს გამოვყოფ და არც უარესს, მაგრამ ეს პრობელმა დგას. გვინდა, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ქართულ პროდუქციას",- აცხადებს მიხეილ ღლონტი.

მისივე თქმით, ქართულ ტელევიზორებზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა.

ღლონტი აცხადებს, რომ კომპანიამ სწორი გათვლა მოთხოვნასთან დაკავშირებით ვერ გააკეთა და დიდი ზომის ტელევიზორები ბაზარზე ამოიწურა.

Subscribe to our news

Get the main news of the day