Home
Category
TV Live Menu

ქართული თხილი ჰონგ-კონგში იყიდება

5a2aaba50bf8b
სალომე მეცხვარიშვილი
08.12.17 19:09
879
ქართული თხილის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგში იყიდება. კომპანია "ნატექსმა" და "ნატსჯიმ" ჰონგ-კონგში უკვე გაგზავნეს ორი კონტეინერი, მიმდინარე თვეში კი კიდევ ერთი გაიგზავნება.

კომპანია "ნატექსის" საწარმო კახეთში, ყვარელში მდებარეობს, "ნატსჯი" კი პროდუქციას ზუგდიდში აწარმოებს.

"ნატექსის" დამფუძნებელი დირექტორი ვანო ჭინჭარაშვილი საქმის კურსთან ამბობს, რომ ჰონგ კონგში ორი 24 -ტონიანი კონტეინერი გაურჩეველი თხილი გაიგზავნა.

კომპანიას თხილის პლანტაცები თავად არ აქვს და პროდუქტს ადგილობრივებისგან იბარებს, შემდეგ კი ამუშავებს.

ჰონგ-კონგის გარდა კომპანიები პროდუქციას სხვადასხვა ქვეყანაში ყიდიან: იტალია, ჩეხეთი, ალჟირი, რუსეთი და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day