Home
Category
TV Live Menu

ქართული ვებ-გვერდი Awwwards.com-ზე

596f854673f37
BM.GE
19.07.17 20:12
848
თბილისი გარდენსის ვებ-გვერდი Awwwards-ის ნომინანტებს შორისაა. პროექტის ვებ-გვერდზე Leavingstone-მა იმუშავა.

თბილისი გარდენსი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ცათამბჯენია. ვებ-გვერდი მომხმარებელს შენობის აღქმის სრულ საშუალებას აძლევს.

მომხმარებელს ვებ-გვერდზე შეუძლია შენობაში მდებარე 7 განსხვავებული ტიპის ბინები დაათვალიეროს, მათ შორის ნახოს რა ტერიტორიაზე განთავსდება ბინის ტერასა, მისაღები, ჰოლი თუ საძინებელი.

awwwards.com ვებ-გვერდების შეფასების ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმაა. მასზე თავს იყრის მსოფლიოს უახლესი ნამუშევრები. პირველი ქართული პროექტი, რომელმაც awwwards-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო ასევე Leavingstone-ს ეკუთვნოდა. პროექტი ლუდი ნატახტარისთვის იყო მომზადებული.


Subscribe to our news

Get the main news of the day