Home
Category
TV Live Menu

"ქართული ხილის კომპანია" ხილფაფების წარმოებას ივნისიდან იწყებს

59119a41d3e9c
სალომე მეცხვარიშვილი
09.05.17 19:00
818
"ქართული ხილის კომპანია" ხილფაფების წარმოებას ივნისიდან იწყებს. ამჟამად კახეთში, სოფელ ჩუმლაყში საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც 5 მილიონი ლარია ჩადებული.

კომპანია არასტანდარტულ ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს, შემდეგ კი ხილფაფებს დაამზადებს.

გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთი იქნება. საწარმოს 5 მილიონი კილოგრამის გადამუშავება შეეძლება.

გარდა ატმისა, კომპანია გეგმავს ტყემლის ხილფაფისა და მანდარინის წვენის გადამუშავებასაც.

Subscribe to our news

Get the main news of the day