Home
Category
TV Live Menu

ქართული ხის სათვალეეების ბრენდი Bros eyewear გაზაფხულზე მაღაზიის გახსნას გეგმავს

58512686e6846
ანი ჯოხაძე
14.12.16 15:00
1139
ქართული ხის სათვალეეების ბრენდი „bros eyewear” გაზაფხულზე მაღაზიის გახსნას გეგმავს . ამ ეტაპზე ქართული ხის სათვალეების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე თბილისის რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი, - აცხადებს ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გამთენაძე „ბიზნეკოტრაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, საახალწლოდ, კერძოდ, 20 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მომხმარებელი სრულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. გამთენაძის თქმით, ქართული ხის სათვალეები ექსპორტზე ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთში გადის, მაგრამ სამომავლოდ ასევე განიხილება აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრები. პროდუქციის პოპულარობიდან გამომდინარე ასევე იგეგმება გაზაფხულზე, ხის სათვალეების მაღაზიის გახსნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day