Home
Category
TV Live Menu

"ქართული ზეთისხილი" მწვანე ზეთისხილის მარინადს გამოუშვებს

5a080adc8d033
BM.GE
12.11.17 16:11
871
ბაზარზე ქართული ზეთისხილით დამზადებული მწვანე ზეთისხილის მარინადი გამოჩნდება. პროდუქტს კომპანია "ქართული ზეთისხილი" გამოუშვებს, რომელიც უკვე აწარმოებს ზეთისხილის ზეთს.

კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია ბაზარზე დაახლოებით 2-3- თვეში გამოჩნდება. მანამდე კი პროდუქტი რამდენიმე ეტაპს გაივლის: კალიბრაცია ზომების მიხედვით, დასერვა და დამარილება.

„ქართული ზეთისხილი“ მოაგვიანებით ბაზარზე შავი ზეთისხილის მარინადსაც გამოუშვებს.
ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი, მაღალტექნოლოგიური საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უკვე მუშაობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day