Home
Category
TV Live Menu

ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ ერთმანეთთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების შექმნის იდეა განიხილეს

58a6ff0fafa51
BM.GE
17.02.17 18:00
1061
თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. საჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის მთავარი თემა ტურიზმი იყო.

"აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი. "კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day