Home
Category
TV Live Menu

ქართულმა ღვინომ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში PRODEXPO ოქროს მედალი მოიპოვა

58aae48f782f7
BM.GE
20.02.17 16:35
1008
საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის PRODEXPO-ს ფარგლებში ალკოჰოლური სასმელების XIX სადეგუსტაციო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 100-მდე ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო "შატო სვანიძის" პროდუქცია. სადეგუსტაციო კონკურსზე "შატო სვანიძის" ღვინომ PRODEXPO-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვა.

"აღნიშნული გამარჯვება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების სფეროში" - განაცხადა "შატო სვენიძის" დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კომპანია რამდენიმე ახალ ბრენდს შემოგვთავაზებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საქესპორტო ბაზარზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day