ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა "გაზპრომის'' წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით. შეხვედრას ქართული მხარიდან კახა კალაძე ესწრებოდა, როგორც მინისტრმა განაცხადა გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ალექსეი მილერი.