Home
Category
TV Live Menu

"ქართულმა მხარემ უნდა დაანახოს თუნდაც კონგრესს, რა შესაძლებლობის მომტანი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება"

5850e421dfd5d
BM.GE
14.12.16 10:16
1019
"მე არ ვიცი ზუსტი სტატუსი ამჟამად ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხთან მიმართებით“, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგლმა განუცხადა. მისი თქმით, სავაჭრო შეთანხმება ორ ქვეყნას ურთიერთობების რეალიზების საშუალებას მისცემს.

"როდესაც 2016 წლის დასაწყისში ამერიკის სავაჭრო პალატის დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში ვიმყოფებოდი, სხვადასხვა პირებთან ჩვენ გვქონდა საუბბარი თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. გეტყვით რომ მოსაზრებები ამ საკითხზე ახლა უკვე არჩეულ პრეზიდენტსა და კონგრესს შორის განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩემი აზრით გარდა იმისა თუ რამდენი იქნება ექსპორტი და იმპორტი ამ ორ ქვეყანას შორის, ეს შეთანხმება უფრო მეტად მოგვცემს ორივე მხარეს ურთიერთობების უკეთ რეალიზების საშუალებას. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ასევე დაველოდოთ იანვარს და ვნახოთ რა ზომებს მიიღებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ერთი რაც ვიცით, ის არის რომ კონგრესის მხრიდან ამ საკითხზე მხარდაჭერა ძალაიან დიდია. ვფიქრობ, ქართული მხარე უფრო უნდა გააქტიურდეს და დაანახოს თუნდაც კონგრესს, ან საკანონმდებლო ორგანოს რა რეალური შესაძლებლობის მომტანი იქნება მათთვის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება“ - განაცხადა ქაუგლმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day