„ქართულმა წინდამ“ პროდუქციის ექსპორტზე უარი თქვა. კომპანიის ხელმძღვანელი ზაზა ჯანეზაშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამო წინდების საზღვარგარეთ გატანა არ უღირს.
მისი განმარტებით, თუ პროდუქცია ქართული ან ევროპული ნედლეულით არ არის დამზადებული, ექსპორტის 12%-იანი გადასახადით იბეგრება. ზაზა ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ძაფის ქართული წარმოება არ არსებობს, ევროპული პროდუქცია კი ძვირი ჯდება და პროდუქციის თვითღირებულებას აძვირებს.
„ექსპორტი გვინდოდა ევროკავშრში, რადგან მსგავსი ტიპის საწარმოები ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ყველგანაა. სწორედ ევროკავშირში სჭირდებათ იაფი პროდუქცია, ოღონდ არა თავისი ნედლეულით დამზადებული, რაც ძვირი ჯდება. თურქეთდან შემოტანილი ნედლეულით დამზადებული წინდა კი ექსპორტისას იბეგრება 12%-იანი გადასახადით. თუ დაიბეგრა, მაშინ აზრი აღარ აქვს გატანას“,- აცხადებს „ქართული წინდის“ ხელმძღვანელი.