საახალწლო პერიოდში სამოგზაურო ტურები ყველაზე იაფი ეგვიპტესა და უნგრეთშია. ქართული ტურისტული კომპანიები „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებენ, რომ ტურები უკვე საკმაოდ დატვირთულია. „ბიზნესკონტრაქტის“ მიერ გამოკითხული ტურისტული სააგენტოების ცნობით საახალმწლო პერიოდში ყველაზე იაფი მიმართულებებია:
ეგვიპტე(ხურგადა) – 400 დოლარიდან (6 ღამე-7 დღე)
უნგრეთი(ბუდაპეშტი) – 300 ევროდან (6 ღამე-7 დღე)
ჩეხეთი (პრაღა) – 420 ევროდან (6 ღამე-7 დღე)
რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ მიმართულებებს, „ბიზნეკსონტრაქტის“ მიერ გამოკითხული ტუროპერატორები უფრო გრძელ მანძილებზე არსებულ კურორტებს ასახელებენ:
ტაილანდი - 2000 დოლარიდან (7 ღამე)
მალდივები - 2000 დოლარიდან (7 ღამე)