Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველებს შესაძლებლობა მიეცემათ საკრუიზო ანაბარი გაიორმაგონ - მარიკა ვალნერი ქალების ნარატივში

BM.GE
25.03.21 11:50
478

"საქართველოში ჰგონიათ, რომ საკრუიზე ლაინერზე წასასვლელად და დასასვენებლად დიდი ფინანსებია საჭირო" - კრუიზში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთოებების ოფიცერი მარიკა ვალნერი „ქალების ნარატივში“ 

 

-მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ...

-ერთ-ერთ საკრუიზო ლაინერზე საერთაშორისო საზოგადოების ოფიცერი ვარ. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი ნათია მახათაძე დამიკავშირდა ჰოლანდიიდან და შემომთავაზა inCruises-ის დამოუკიდებელი პარტნიორობა. ეს კომპანია დაფუძნდა ფლორიდაში 2015 წელს. ესაა მსხვილი ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია 16 ლაინერი. ორგანიზაციას შორისაა ჩემი კომპანიაც - Holland America Line. კომპანიის მიზანია ლოიალური მომხმარებლების მოზიდვა. საქართველოში ჰგონიათ, რომ საკრუიზო ლაინერზე წასასვლელად და დასასვენებლად დიდი ფინანსებია საჭირო. ეს არაა რეალური. ჩემი მთავარი მიზანია, ქართველებისთვის და არამარტო, ამ პროდუქტის გაზიარება. რაც შეეხება საკრუიზო ანაბარს, ვიწყებთ 100 დოლარით, კომპანია კი გვიორმაგებს საკრუიზო კრედიტს. ინკრუიზზე რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია რეფერალური ლინკით. ჩამოთვლილია საკრუიზო ლაინერები. ასევე აღვნიშნავ, რომ ბაჰამაზე და ბარბადოსზე ქართველებს ვიზა არ სჭირდებათ. კომპანია არის მყარი და ლეგალური, გავლილი აქვს საერთაშორისო აღიარება.შეტანილი ფინანსები ინახება ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში. ამ კომპანიიდან ქართველები ნეტო ფასში შეძლებენ საკრუიზო ტურების ყიდვას.  

 

ასევე, ყურადღებას გავამახვილებ მომსახურებასა და სერვისზე. ეს არის All-inclusive. წარმოიდგინეთ, ადიხართ გემზე, სადაც გხვდებათ სარესტორნე ქსელები. გვაქვს სავარჯიშო დარბაზები, უფასო ჯაკუზები, აუზები. გადაადგილების ამ ერთი საშუალებით შეგიძლია ნახო ორ კვირაში 5-8 ქვეყანა, რამდენიმე ქალაქი. ჩადიხარ, ნახულობ და ბრუნდები უკან. კრუიზი არ არის მიუწვდომელი.  

 

როდესაც ამ პაკეტებს ყიდულობ, ბავშვებისთვის ეს ხშირად უფასოა. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი 300 დოლარად იყო 1 კვირა, ბავშვებთან ერთად. ნახა ინგლისი, ჰოლანდია, ბელგია, ნორვეგია. 

 

-გაამართლებს ეს პროექტი საქართველოში?

-ფინანსურად, საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა. გასათვალისწინებელია, პრიორიტეტები.მე ვაზიარებ ამ ინფორმაცის ამ შესაძლებლობის შესახებ, რათა სხვებმაც გამოიყენონ, ნახონ ეს ადგილები.

 

-პანდემია როგორ აისახა თქვენს რეჟიმზე?

-ბოლო 4 წელია, საქართველოში ასე ხანგრძლივად არ ვყოფილვარ. ჩემი სამსახური მოგზაურობას და ხალხთან ურთიერთობას ითვალისწინებს. 

 

-როგორია მოლოდინი?

-2020-ში 20 ახალი გემი აშენდა, არ გაჩერებულან. ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია, სამაგალითო და მოთხოვნადი. მინდა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღონ ეს გამოცდილება.საქართველოში კრუიზის პოპულარობას დრო დასჭირდება.ქართველ ხალხს სიახლის შეგუებისთვის დრო სჭირდება ხოლმე. მე ღია ვარ კითხვებისთვის. ვაკვალიანებ ტურისტებს, რა საბუთები დასჭირდებათ ამერიკაში წასვლა ვისაც უნდა, რა დასჭირდებათ რომ კრუიზზე მოხვდნენ.  

 

-რომელია თქვენი საყვარელი ადგილი?

-დასასვენებლად ბარბადოსი, საცხოვრებლად, ჯერ არ ვიცი. საქართველოშიც ვიცხოვრებდი და ალბათ, რომელიმე სხვა ქვეყანაშიც. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის გამომწვევი და საინტერესო გახდა ონლაინ მუშაობა. შეგიძლია გახდე წევრი და იმოგზაურო შეღავათიან ფასებში და შეგიძლია გახდე პარტნიორი, რაც მოიაზრებს ონლაინ მუშაობას. გვაქვს მარკეტინგული მასალები, ამ ეტაპზე, გავდივართ ტრენინგებს. ჩემთვის ეს მოსახერხებელია, ნებისმიერი ქვეყნიდან მუშაობა. სხვებსაც ვაკვალიანებ, როგორ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა.




სტუმარი: მარიკა ვალნერი - კრუიზში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთოებების ოფიცერი
 
 
 
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day