ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ჩანთების ხაზი სახელწოდებით „BAZAR“ დიზაინერმა მარტში წარმოადგინა. ჩანთების ღირებულება 1500 დოლარიდან იწყება და 2500 დოლარამდე ადის. კოლექციაში შედის საფულეებიც, რომლის ფასიც 560 დოლარია.
"აქსესუარები აზიურ პროდუქტების ჩანთებს ჰგავს, მაგრამ ლუქს კატეგორიისაა და საკმაოდ ძვირია“, - წერს გამოცემა Highsnobiety.
დემნა გვასალია მოდის სახლს Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად გასულ წელს დაინიშნა, ამ რანგში მისი პირველი კოლექციის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართა. მანამდე ის Louis Vuitton-ის დიზაინერადაც მუშაობდა.