Home
Category
TV Live Menu

"ქართველი სტუდენტების რაოდენობა, ვინც აშშ-ში სასწავლო სტიპენდიას მიიღებენ გაორმაგდება"

577d05d18be42
BM.GE
06.07.16 17:20
1250
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ დღეს ახალი მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოებას ისახავს მიზნად. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკაში სასწავლო სტიპენდიების მოცულობა გაიზრდება.
 
"გასულ წელს 80 ქართველი ახალგაზრდა ჩამოვიდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. პრემიერი მასკის კურსდამთავრებულია და კარგად მოეხსენება, ამ კონტაქტების მნიშვნელობა.

მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც ქართველი სტუდენტების რაოდენობას გააორმაგებს, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიას ამერიკაში სასწავლებლად“, - განაცხადა კერიმ.

Subscribe to our news

Get the main news of the day