Home
Category
TV Live Menu

ქართველმა დეველოპერებმა უსინათლო პირებისთვის ქართულენოვანი აპლიკაცია შექმნეს

57bc44f2e4ded
BM.GE
23.08.16 16:37
1492
ქართველმა დეველოპერებმა უსინათლო პირებისთვის პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია შექმნეს. კომპანია iDevelopers-ის აპლიკაციის სახელწოდებით AllCooks ჩამოწერა App Store-დან არის შესაძლებელი. აპლიკაციის შექმნის იდეა Lemondo Trainings-ის კურსდამთავრებულებს ეკუთვნით. კომპანია iDeveloper-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სანდრო ჯანჯღავა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობს, რომ აპლიკაციის შექმნის მთავარი მიზანი უსინათლო პირებისთვის ცხოვრების გამარტივება და მათთვის დამატებითი კომფორტის შექმნა იყო. აპლიკაციის საშუალებით, სხვადასხვა კერძების რეცეპტების მოსმენაა შესაძლებელი.

"აპლიკაცია არის შექმნილი iPhone-სთვის, რომელსაც აქვს ფუნქცია Voice over და რომელიც კომპანიამ Apple სპეციალურად უსინათლო ადამიანებისთვის შექმნა, თუმცა მას ქართული ენის მხარდაჭერა არ ჰქონდა. AllCooks მისი დახმარებით მუშაობს და აქვს ქართული ენის მხარდაჭერა. აპლიკაციის გამოყენება ყველას შეუძლია, თუმცა ის უსინათლო პირებისთვის შეიქმნა. სამომავლოდ გვსურს მას რუსული და ინგლისური ენა დავამატოთ“, - ამბობს სანდრო ჯანჯღავა.

კომპანია iDevelopers 3 თვის წინ დაარსდა და მისი ძირითადი სამიზნე მობილური აპლიკაციების შექმნაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day