"ქართველმა მომხმარებელმა ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვა დაიწყო", - პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მას პირველი მომხმარებლები უკვე ჰყავს. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მზის პანელების დაყენებით მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თვეში 23 000 ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მიეცა. ასევე პროექტის მიმართ ინტერესი გამოთქვეს მზის პანელების და მისი ელემენტების მწარმოებელმა და შემომტანმა კომპანიებმაც.
რაც შეეხება მომხმარებელთა კონკრეტულ რაოდენობას ფანგანის განცხადებით, ჭარბი ენერგიის დათვლა და მონეტიზაცია წლის ბოლოს მოხდება.
პროექტში ჩართვისთვის მომხმარებელმა საკუთარ გამანაწილებელ ლიცენზიანტს უნდა მიმართოს.
"საქართველოში ასეთი სულ სამია - თელასი, ენერგო პრო ჯორჯია და კახეთის ენერგოდისტრიბუაცია. მომხმარებელემა უნდა მოითხოვოს სპეციალური მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს, როგორც მიღებულ ასევე გაცემულ ელექტროენერგიას. შემდეგი ვალდებულება ქსელის გამართვაზე ლიცენზიანტს აქვს", - ამბობს ფანგანი და განმარტავს, რომ ელექტროენერგიის მონეტიზება იმ შემთხვევაში ხდება თუ მომხმარებელმა ქსელში მეტი ელექტროენერგია გასცა, ვიდრე მიიღო.
"თუ მომხმარებელმა მაგალითად თელასისგან იყიდა 100 კილოვატი ერთი თვის განმავლობაში, ხოლო გამოიმუშავა 120, სწორედ ეს 20 კილოვატიანი ნამატი გადავა მომდევნო თვეზე.
კალენდარული წლის ბოლოს ეს ყველაფერი დაიანგარიშება და თუ აღმოჩნდა რომ მეტ ელექტროენერგიას გავცემდი ვიდრე ვითღებდი, ხდება ფულადი ანაზღაურება", - ამბობს ფანაგრი. მისივე თქმით ანაზღაურებას უშუალოდ განაწილების ლიცენზიანტი ახდენს.
"წლის განმავლობაში, ხდება ელექტროენერგიის გაცვლა, წლის ბოლო კი მისი მონეტიზება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური არის რამდენიმე ტიპის, - შესაძლოა იყოს ჰიდრო, მაგალითად პატარა მდინარეზე მომუშავე, შესაძლოა იყოს ქარის, ან იყოს მზის პანელები, რომელიც ყველაზე გავრცელებულია. პრაქტიკულად ყველგან შეიძლება მისი განვითარება, ურბანულ მდგომარებაშიც კი, რისთვისაც სახლის სახურავის გამოყენება შეიძლება მზის პანელების შემთხვევაში", - ამბობს ფანგანი.