ქართველმა პროგრამისტებმა Google-ის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე Hashcode მეორე ადგილი დაიკავეს
ქართველმა პროგრამისტებმა Google-ის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე Hashcode, რომელშიც ევროპისა და აფრიკის 2815 გუნდი მონაწილეობდა, მეორე ადგილი დაიკავეს. ქართული გუნდი All In (ნიკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ირაკლი მერაბიშვილი და აკაკი მამაგეიშვილი) პირველ აპრილს, პარიზში დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას სხვა 50 გუნდთან ერთად.