საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებულ ჰაკათონში პირველი ადგილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გამოგონებამ - უსინათლოების სათვალემ აიღო. აგრარული უნივერსიტეტის ცნობით, სათვალე მომხმარებელს წიმააღმდეგობებს ვიბრაციით ატყობინებს და ასე ეხმარება გზის გაკვლევაში.
"სტუდენტებმა სათვალე 48 საათის განმავლობაში ააწყეს. პირველი ადგილის გარდა, გამოგონებამ საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც გაიმარჯვა", - განმარტავენ უნივერსიტეტში.