Home
Category
TV Live Menu

Qatar Airways-მა ყველაზე გრძელ მანძილზე უწყვეტი საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო

589869558605e
BM.GE
06.02.17 16:14
989
ავიაკომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავმა კატარის დედაქალაქი დოჰადან ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი ფრენა წარმატებით შეასრულა.

თვითმფრინავმა Boeing 777-200 დოჰა კვირა დილას (მიმდინარე წლის 5 თებერვალს) დატოვა და 16 საათსა და 15 წუთში 14,535 კილომეტრის გადალახვით, ორშაბათს დილით ადგილობრივი დროით 07:30 საათზე ოკლანდში დაეშვა, - წერს ბრიტანული The Guardian.

გამოცემის ინფორმაციით, უკან დაბრუნებისას, თვითმფრინავი ჰაერში 17 საათსა და 30 წუთს იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი კომერციული ფრენა გახდება. სამგზავრო თვითმფრინავი 10 სასაათო სარტყელს და ხუთ ქვეყანას გადაუფრენს.

ყველაზე შორეული ფრენის რეკორდი ჯერჯერობით Air India-ს აქვს მოხსნილი, როდესაც თვითმფრინავმა დელიდან სან-ფრანცისკო მიმართულებით 15 298 კილომეტრი დაფარა, თუმცა ფრენის ხანგრძლივობამ 14,5 საათი შეადგინა.

ავიაკომპანია თავის Twitter-ში ოფიციალურად დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ახალი ზელანდიის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, რეისი რეგულარულად შესრულდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Singapore Airlines 2018 წლიდან სინგაპურიდან ნიუ-იორკში რეისების განხორციელებას აპირებს, რასაც 19 საათი მოუნდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day