Home
Category
TV Live Menu

Qatar Airways თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორი სიხშირით იფრენს

58b567d54589a
BM.GE
28.02.17 16:04
951
„კატარის ავიახაზები“ ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარმოუდგენს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. 

თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ "კატარის ავიახაზების" მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს. ღონისძიება 27 თებერვალს შედგა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტავ ჯორჯიას, აეროპორტების გაერთიანიებისა და მსხვილი ტურ ოპერატორების პირველი პირები იყვნენ. როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, "კატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც ქართველი ისე კატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.
„კატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვლს შემოვიდა.

ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

Subscribe to our news

Get the main news of the day