Home
Category
TV Live Menu

ქედაში და ჩოხატაურში წარმოებული ხილის პროდუქტი ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

5693cab3400f1
BM.GE
11.01.16 19:29
1778
კომპანია "ნენა" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. "ნენა" ამ ეტაპზე 15-მდე სახეობის ხილის მურაბასა და ჯემს, ასევე 4 სახეობის საწებელს და ფელამუშს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ სუპერმარკეტებში ხდება, თუმცა როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს უახლოეს პერიოდში პროდუქციის ექსპორტზე გატანა იგეგმება. კერძოდ, საუბარია რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და ყაზახეთის ბაზრებზე.
 
"პროდუქციის ექსპორტზე გასატანად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვათანხმებთ ეტიკეტირებისა და შეფუთვის დეტალებს. თებერვალში ჩვენს პროდუქციას მოსკოვში გამოფენაზე წარვადგენთ, ვთვლით რომ გამოფენა შედეგიანი იქნება და ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე უახლოეს მომავალში გავა", - განუცხადეს კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს".

კომპანია მიმდინარე წლიდან ხილთან ერთად, ბოსტნეულის წარმოებასაც დაიწყებს. „ნენას“ პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 2 ლარიდან იწყება. ხილის საწარმო ჩოხატაურში შემოდგომაზე გაიხსნა. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" განახორციელა.

Subscribe to our news

Get the main news of the day