Home
Category
TV Live Menu

"ქელეხში ნასვამ ადამიანთან, რომ მივიდეს მიმტანი და უთხრას აქ მოწევა არ შეიძლებაო, ვფიქრობთ ეს ჩხუბის საფუძველი გახდება"

58f747d59c54e
BM.GE
19.04.17 15:17
775
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია თამბაქოს შესახებ კანონპროექტის არსებული ვარიანტით მიღების შემთხვევაში, მისი ადმინისტრირების პრობლემაზე საუბრობს. ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანონის აღსრულება რესტორნებში ჩხუბს გამოიწვევს:

"კანონპროქტს ნამდვილად ველოდებოდით. ევროპაში ეს საკმაოდ მიღებულია და ვიცოდით, რომ ჩვენთანაც მოვიდოდა.

ჩვენ არ გვინდა, რომ მომსახურეობის სერვისი ჩხუბის პირველი ხაზი გახდეს. აქედან გამომდინარე, გვსურს, რომ ამ თემას გავემიჯონოთ და წინასწარ ვიცოდეთ ადმინისტრირება როგორ უნდა მოხდეს, როდესაც დიდ სუფრაზე ხდება მაგალითად სიგარეტის მოწევა.

პირობას ვდებთ, რომ ყველა კედელზე იქნება საინფორმაციო აბრა გამოკრული, სადაც იქნება დაწერილი რომ მოწევა არ შეიძლება.

ავიღოთ ქართული რეალობა: შეიძლება ძალიან ბევრს გაეცნოს, მაგრამ რეალობაა რომ 200-300 კაციან ქელეხებში ადამიანები ეწევან. ამ სუფრზე ნასვამ ადამიანთან, თან ნერვებმოშლილთან რომ მივიდეს რესტორნის 20 წლის მიმტანი და უთხრას აქ მოწევა არ შეიძლებაო, ვფიქრობთ რომ ეს ჩხუბის საფუძველი იქნება. ამიტომ ვამბობთ რომ გვასწავლეთ ადმინისტრირება, გვითხარით როგორ გავაკეთოთ ეს და ამ ბრძოლაში პირველხაზელებად ნუ გვაქცევთ, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიძახებთ პატრულს, რომ ჩვენი ობიექტი არ დაჯარიმდეს", - ამბობს ალავერდაშვილი და აღნისნავს, რომ კანონპროექტში განმარტებები უნდა დაიხვეწოს და 1 წლის განმავლობაში აქტიური კამპანიები უნდა ჩატარდეს, რათა "ყველა ადამიანის თვითშეგნებამდე დავიდეს, რომ მოწევა არ შეიძლება".

Subscribe to our news

Get the main news of the day