"აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, პროგრამის განვითარების ეტაპებზე ’’საქმიან დილასთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს.
- ქალბატონო ქეთი, 2017 წელს რა პროექტებია დაგეგმილი?
- 2017 წელს მთელი რიგი სიახლეებით ვიწყებთ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ "აწარმოე საქართველოში“ ეს ნამდვილად ცოცხალი ორგანიზმია და ამ პროექტის დახვეწა და ახალი ინიციატივების დამატება მუდმივად ხდება, რადგან ჩვენს მეწარმეებს შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა კონკურენტუნარიანი საწარმოების ხელშეწყობაა და სწორედ ამ საწარმოების მეშვეობით ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ახალი პროდუქტების დივერსიფიკაცია, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მიმდინარე წელს იმით შევხვდით, რომ ვაპირებთ ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კერძო სექტორზეა მიმართული ერთი ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ. აქ მთავარი ის არის, რომ 0-დან რაღაც X თანხამდე ყველა მიზნობრივ ჯგუფზე კონკრეტული ინსტრუმენტი გვქონდეს, რომლითაც ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით. 0-დან 15 000-მდე ჩვენ მიკრომეწარმეების პროექტი გვაქვს, შემდეგ უკვე ’’აწარმოე საქართველოს“ ლიზინგის კომპონენტი იწყება, ასევე სხვადასხვა ინოვაციური ხელშეწყობის თანადაფინანსების სქემები გვაქვს. ამ პროცესების სწორად გაწერა გვინდა, რათა ჩვენთან მოსულმა ადამიანმა ზუსტად მიიღოს ის ინფორმაცია, თუ რომელ სეგმენტში ჯდება, რა ტიპის დახმარებს შეიძლება ქონდეს, ერთი კარის პრინციპი იქნება და შემდგომ მათზე მუდმივი ზრუნვა მოხდება.
- ყველა არსებული პროგრამა გაერთიანდება თუ უბრალოდ დაკვალიანება მოხდება?
- ეს იქნება მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპი, სადაც კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება იქნება, ანუ გაუმჯობესდება წვდომა უნარებზე და ეს ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურებით მოხდება. შემდეგ პროგრამები თავიანთ განმახორციელებელ ორგანიზაციებში განხორციელდება. ჩვენ მეწარმეს პირველი დღიდან ბოლო ეტაპამდე მივყვებით და მუდმივი მენტორინგის პროცესში ვიქნებით. ჩვენ უბრალოდ არ ვეხმარებით მეწარმეს და ამით ჩვენი მუშაობის ზღვარი არ სცილდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მეწარმესთან სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზება გავაგრძელოთ. იგივე, როდესაც პროდუქტი შეიქმნება, სხვა ტიპის დახმარებაზე გადავალთ, უკვე პროდუქტის გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე ჩვენ მთელი რიგი სერვისები გვექნება, ასე რომ ვთქვათ მრავალფეროვან მენიუს შევთავაზებთ მეწარმეებს.
- ალბათ ეს ყველაფერი რაღაც ეფექტურობაზეა გათვლილი, რამაც თქვენ ეს ნაბიჯი გადაგადგმევინათ...
- რა თქმა უნდა, ყველა ეს პროგრამა ძალიან ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ კერძო სექტორიდან კომენტარებს, მოსაზრებებსა და გზავნილებს მუდმივად ვიღებთ. რის შედეგადაც, ვცდილობთ აღნიშნული პროექტები სულ დავხვეწოთ და დღევანდელი გარემოსთვის უფრო მორგებული გავხადოთ. ჩვენ ასევე ბევრი სხვა ინიციატივაც დავასახელეთ, მათ შორის არის ინფრასტრუქტურის კომპონენტი. თუ მეწარმეს სურს სასტუმროს ან სხვა ინდუსტრიის განვითარება ჩვენ ინფრასტრუქტურას გავუმართავთ, რადგან ეს საკმაოდ მაღალი ხარჯია და ბიზნესისათვის ძალიან რთულია ამ ხარჯების გაწევა. ამ შემთხვევაში ბიზნესი კონკურენტუნარიანობას კარგავს, თუმცა აქაც თავისი შეფარდებებია, თითოეულ პროექტზე ლიმიტებია, რომელიც ინვესტიციების მოცულობასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზეა დამოკიდებული. ესეც ყველაფერი გაწერილია და მინდა აღვნიშნო ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური, რომელიც არა ერთხელ დაგვიანონსებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქართულ კომპანიებთან ვიმუშავებთ, რადგან მათი პროდუქციის გატანა სხვადასხვა გზებით განვახორციელოთ ქვეყნის გარეთ. აქ მთელი რიგი სერვისები იქნება კონსულტანტის შერჩევა, კონკრეტულად ბაზრის შეღწევის სტრატეგიის გაცნობა, დამწყები ექსპორტიორების სემინარები და მილიონი სხვა ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ხელს შევუწყობთ ქართული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას. ამ მუშაობის პროცესში იდეა გაჩნდა, რომ ადგილობრივ პროდუქციას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და უფრო ინფორმაციული გავხადოთ ჩვენი საზოგადოების მიმართ. როდესაც შენს ქვეყანაში შექმნილს ყიდულობ, შენი ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებ. საგულისხმოა, რომ უკვე თაროები ქართული პროდუქციით ივსება და იგი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა. ასორტიმენტი ყველა მიმართულებით გაზრდილია და ჩვენი სლოგანიც ’’ქართულია და კარგია“ სწორედ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება ადგილობრივ ბაზრებზე და იგი რომ მყიდველამდე მივიდეს მაქსიმალურად მუშაობს ამაზე.