Home
Category
TV Live Menu

ქეთი ბუაძე: საქართველო, შესაძლოა ანტიდემპინგური კანონის მისაღებად მზად არ იყოს

58620941030e0
BM.GE
27.12.16 10:23
1020
ანტიდემპინგურ და დაცვითი ღინისძიებების შესახებ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს დღის სინათლე ჯერ არ უნახავს, თუმცა ჩნდება კითხვა, არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ამ კანონის მისაღებად მზად, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთევან ბუაძე საუბრობს.

- ქალბატონო ქეთევან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შორის შეხვედრა შედგა, რაზე იყო აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრი, არის თუ არა ჩვენი ქვეყანა მზად აღნიშნული კანონის მისაღებად?

- ჩვენს კოალიციაში დემპინგთან დაკავშირებული თემა დიდი ხანია განიხილება, ამაზე ვმუშაობთ კიდეც და საბოლოოდ შევიკრიბეთ, რომ გვემსჯელა ვეტეოსა და DCFTA-ის ფარგლებში ანტიდემპინგური დაცვითი ღონისძიებების შესახემ მოქმედ პროექტებთან დაკავშირებით უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ თუ არა, სადაც რიგი საკითხები გამოიკვეთა. მათ შორის დაისვა შკითხვა - არის თუ არა სახელმწიფო მზად, რომ ანიშნული კანონპროექტები კანონად იქცეს და ამის შემდეგ რა იქნება ის ვალდებულებები და ხარჯები, რაც სახელმწიფოს დაეკისრება ამ კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში.

- რომან კაკულიას განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დაპირისპირება მუდმივად არის და მისი თქმით, ამაზე მსჯელობა და მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო..

- ჩვენი კოალიციის წევრებიც ბაზრის ჩაკეტვის მოწინააღმდეგეები არიან, ანუ ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ უბრალოდ ვიმსჯელეთ ორ კანონპროექტზე, რომლებიც შემუშავებულია და მაქსიმალურად ახლოს არის DCFTA-ის ღრმა და ყოვლისმომცველ იმ სამ ძირითად პრონციპთან, რომელსაც იგი ითხოვს, რომ დაცული იყოს. საკითხი შემდეგია: ერთ-ერთი კანონპროექტი - ანტიდემპინგური კანონპროექტი ანტიდემპინგურ, უშუალოდ დემპინგთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, ხოლო მეორე დაცვითი ღონისძიებების, რაც გადაჭარბებულ იმპორტს ეხება. მათ შორის, ჩვენ კითხვა დავსვით - სად არის აქ დავუშვათ სუბსიდირებული პროდუქტის შემოდინების შემთხვევაში ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის საშუალება ჩადებული. ამ კითხვაზე პასუხი ნაკლებად გვაქვს. მნიშვნელოვანია თუ რამდენი საჩივარი შევა ამ კანონპროექტში და ამ კანონებიდან გამომდინარე სახელმწიფოში, კონკურენციის სააგენტოში, სახელმწიფოს ეს რა დაუჯდება და ჩვენ საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ შესაძლებელია ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყოთ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიური უნდა იყოს ეს სამუშაოები, შეხვედრები რამდენად ხშირად უნდა გაიმართოს იგივე კერძო სექტორთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, იურისტებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ კანონპროექტთან იქნება დაკავშირებული?

- შეხვედრები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. პირველ რიგში, უშუალოდ მონაწილეები და დაინტერესებული მხარეები გაცილებით მეტ ცოდნას ვიღებთ ამ მიმართულებით, მაგრამ აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად გვჭირდება ჩვენ ეს კანონპროექტები და მათი კანონად ქცევა დღეს. უპირველესად, კვლევა იქნება ჩასატარებელი იგივე სტატიისტიკური მონაცემებით თუ რამდენი წერილი, საჩივარი შედის დღეს ეკონომიკის სამინისტროში და ამ შესული წერილებიდან თუ საჩივრებიდან, სადაც აპელირება ხდება იმაზე, რომ ნორმალურ ფასზე დაბალი ფასით შემოდის რაღაც საქონელი, ან იმპორტი რამდენად არის გზარდილი და ა.შ. ინფორმაცია დასამუშავებელი და აუციულებლად სამსჯელოდ არის გამოსატანი, რომ ჩვენ კონკრეტლად რიცხვების მიხედვით შევძლოთ მსჯელობა იმაზე აღნიშნული კანონპროექტები გვჭირდება თუ - არა. აღვნიშნავ, რომ ორივე კანონიპროექტი იმ ძირეულ პრინციპებთან ახლოს დგას, რასაც ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებები გვეუბნება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიდეთ იქიდან ამ მიმართულებით რა ხდებს დღეს საქართველოში და კონკრეტული სტატისტიკა დავინახოთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day