Home
Category
TV Live Menu

ქირაზე ფასი შემცირდა - რა რისკები არსებობს ქირის საფუძველზე სესხის გაცემისას?

BM.GE
01.06.23 23:10
94
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს ქირის საფუძველზე სამომხმარებლო და იპოთეკური სესხის გაცემისას, გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უძრავი ქონების გაქირავების 30%-ით გაზრდის დინამიკა გაითვალისწინონ და შემოსავლის გრძელვადიანი სტაბილურობის გათვალისწინებით გასცენ სესხები. ცენტრალური ბანკი რისკებს ხედავს ძირითადად უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით. ისინი საბანკო სექტორს ურჩევენ დაკრედიტებისას ტრენდთან შედარებით გრძელვადიანად, ფასების 30%-ით მეტად გაზრდის დინამიკა გაითვალისწინონ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, სების ამ გადაწყვეტილებას უფრო პრევენციული ხასიათი აქვს, რადგან ბანკები ისედაც არა კონკრეტული მომენტისთვის შემოსავალს, არამედ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში არსებულ შემოსავალს ითვალისწინებენ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, ამიტომ ამ მხრივ საბანკო სექტორს დაკრედიტების შემცირების მოლოდინი არ აქვს.

Subscribe to our news

Get the main news of the day