Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქირის ფასი 13-წლიან მინიმუმზეა

BM.GE
03.11.20 09:31
553
Galt & Taggart-ის 2020 წლის მე-3 კვარტლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, Covid-19-მა ქირის ბაზარზე ქირა მყისიერად შეამცირა. მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და წლის დასაწყისიდან მხოლოდ 6%-ით შემცირდა.

უძრავი ქონების გამქირავებელი ზოგიერთი კომპანიის თქმით, შემოსავლები გასული წლის ანალგიურ პერიოდთან შედარებით 60-65%-მდე არის შემცირებული, ხოლო ზოგიერთს მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინში ზამთრის სეზონზე კურორტებზე ჩასული ადგილობრივი ტურისტების იმედი აქვს.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day