Home
Category
TV Live Menu

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება

5763bcdc2473a
BM.GE
17.06.16 13:01
1059
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის დაგება და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლის ახალ ავტომაგისტრალზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day