აჭრის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. აუქციონზე ქობულეთში მდებარე 29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ფასი 1 600 000 ლარია.
ქონების მყიდველმა, აღნიშნულ პროექტში, არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 200 ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ობიექტები და საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
ელექტრონული აუქციონი 10 აგვისტოს დასრულდება