შპს "ჰიგიენა" სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს:
კომპანიის წლიური საშუალო ბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს 5.5 მილიონ ევროზე ნაკლები;
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება რომ გააჩნია საკმარისი ლიკვიდური აქტივები, დაუტვირთავი („ვალებისაგან თავისუფალი“) უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები მშენებლობის 4 თვისთვის საჭირო ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა აღემატებოდეს 0,8 მილიონ ევროს.
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმისა, რომ მას გააჩნია გენერალურ კონტრაქტორად (მენარდედ) წარმატებით მუშაობის გამოცდილება და ბოლო 7 (შვიდი) წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს არანაკლებ 3 (სამი) მსგავსი ტიპის პროექტი, რომელთა ღირებულება შეადგენდა 2.700.000 ევროს (საჭიროა დამსაქმებლის სერთიფიკატიც);
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმისა, რომ ზემოთ მოთხოვნილი 3 ან მეტი მსგავსი ტიპის პროექტი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
1. ეს პროექტები მოიცავს ნაგავსაყრელების, კაშხლების მშენებლობას, გზის დაგებას ან სხვა მსგავსი ტიპის მიწის სამუშაოებს, მინიმალური შევსების მოცულობით 50 000 მ3;
2. ეს პროექტები მოიცავს გაზის შეგროვების ან ელექტროსისტემების მშენებლობას;
3. ეს პროექტები მოიცავს ჩამდინარე წყლებისა და „leachate”-ს გამწმენდი სადგურის მშენებლობას, წყალსატევი სისტემით მინიმუმ 1000 კუბი/დღეში და დაბინძურების მაჩვენებელით 500 კგBOD5/დღეში;
პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ცეცხლაურში, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის ორი არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.