Home
Category
TV Live Menu

ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება

585d0941a5229
სალომე მეცხვარიშვილი
23.12.16 16:20
1065
ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცახადა.

მისი ინფორმაციით, უკრაინელი ინვესტორები ფიჭვნარის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტის - 7-სართულიანი სასტუმროების მშენებლობას აპირებენ. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ინვესტორებს სურთ, ადგილზე ხისა და შუშის კონსტრუქციებისგან სასტუმრო კომპლექსი ააშენონ, რომელიც რამდენიმე შენობასა და ხელოვნური ტბებს მოიცავს.

გამგებელი ამბობს, რომ თუ მშენებლობა განხორციელდა, ეს ქობულეთისთვის მეგა პროექტი იქნება.

სულხან ევგენიძის ცნობით, უკრაინელები პროექტში პირველ ეტაპზე 7 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. გამგებლის განცხადებით, პროექტი ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day